Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა განაცხადა, რომ 235 ადამიანი


ირანმა განაცხადა, რომ 235 ადამიანი დაიღუპა და 1,300 დაშავდა ქვეყანაში 22 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად.

ირანმა განაცხადა, რომ 235 ადამიანი დაიღუპა და 1,300 დაშავდა ქვეყანაში 22 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად.
ეს მონაცემები დღეს გამოაქვეყნა ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამ სამინისტროს საგანგებო ვითარებათა განყოფილების უფროსმა აბას ჯაზაიერიმ განაცხადა, რომ 226 ადამიანი – ქაზვინში, 4 – ჰამედანში და კიდევ 5 – ზანიანის პროვინციაში დაიღუპა. მიწისძვრამ 9,500 სახლი და დაწესებულებათა შენობა დაანგრია. უსახლ-კაროდ დარჩა 13-ტი ათასიდან 20-ცი ათასამდე ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.3 ბალს აღწევდა რიხტერის სკალაზე. მისი ეპიცენტრი ქაზვინის პროვინციაში იყო, ქაბულიდან 250 კილომეტრის მოშორებით.
XS
SM
MD
LG