Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია 50 მილიონი ევროს


ევროპის კომისია 50 მილიონი ევროს გადარიცხვას აპირებს ფონდში, რომელიც იქმნება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში გარემოს დაცვისთვის საჭირო სამუშაოების დასაფინანსებლად.

ევროპის კომისია 50 მილიონი ევროს გადარიცხვას აპირებს ფონდში, რომელიც იქმნება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში გარემოს დაცვისთვის საჭირო სამუშაოების დასაფინანსებლად.
ამ რეგიონში აღნუსხულია რადიოაქტიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მაღალი დონე. როგორც ევროპის კომისიის წარმომადგენელმა, ქრის პატენმა განაცხადა დღეს, სახსრების შეგროვებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მომავალ კვირაში გაიხსნება ბრიუსელში. დაგეგმილია ამ მიზნით სესხების მიღება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან თითქმის ორი მილიარდი ევროს ფარგლებში. ამისათვის აუცილებელია სულ ცოტა ასი მილიონი ევროს შეგროვება გარანტიების სახით. ფონდის მუშაობას უხელმძღვანელებენ ევროკომისია, რუსეთი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ნავარაუდევია პროექტების დაფინანსება ბალტიისა და ბარენცის ზღვების მიმდებარე რეგიონებში.
XS
SM
MD
LG