Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ბულდოზერებმა მიწასთან გაასწორეს სახლები, რომლებშიც ცხოვრობდნენ იმ ორი პალესტინელი

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ბულდოზერებმა მიწასთან გაასწორეს სახლები, რომლებშიც ცხოვრობდნენ იმ ორი პალესტინელი
თვითმკვლელი ტერორისტის ნათესავები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა სულ ცოტა 17 ისრაელის მოკვლისთვის. გუშინ შეიარაღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გაუხსნა ებრაელთა დასახლებას ღაზის სექტორში. იგი საპასუხო ცეცხლით დაჭრეს. პალესტინელთა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სროლისას მოკლულ იქნა ხუთი წლის ბიჭი. ისრაელის ჯარების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ მოეპოვება ინფორმაცია ბავშვის დაღუპვის შესახებ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა გადადო მოლაპარაკებები პალესტინელთა შინაგან საქმეთა მინისტრთან, აბდელ რეზაყ ალ-იაჰიასთან, რომელიც ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი. როდის გაიმართება შეხვედრა, ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG