Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის


სლოვაკეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგზეცაა დამოკიდებული ნატოსა და ევროპის კავშირში ქვეყნის შესვლა.

სლოვაკეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგზეცაა დამოკიდებული ნატოსა და ევროპის კავშირში ქვეყნის შესვლა.
არჩევნები შაბათს შუადღეზე დასრულდება. საბოლოო შედეგები კვირასვე შეიძლება გამოცხადდეს. პარლამენტში მოსახვედრად იბრძვიან 25 პოლიტიკური პარტია და 2500 კანდიდატი. წამყვანი ძალები არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ მეჩიარისა და მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები. ნატომ და ევროპის კავშირმა უკვე განაცხადეს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ამოვარდეს გაწევრიანების კანდიდატთა სიიდან, თუკი არჩევნებში მეჩიარი გაიმარჯვებს. ისინი აცხადებენ, რომ მეჩიარს თავი არ გამოუჩენია როგორც დემოკრატიისა და კანონისთვის მებრძოლს.
XS
SM
MD
LG