Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიის მოქალაქეთა თითქმის 63-მა პროცენტმა


ირლანდიის მოქალაქეთა თითქმის 63-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოების შესახებ გაფორმებულ ნიცის ხელშეკრულებას.

ირლანდიის მოქალაქეთა თითქმის 63-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოების შესახებ გაფორმებულ ნიცის ხელშეკრულებას.
შაბათს ირლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანას, ფაქტიურად, გზა გაეხსნა ევროკავშირის წევრობისკენ, რაც 2004 წლისთვის არის დაგეგმილი. გაფართოების ეს ტალღა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. შარშან ირლანდიამ უარი თქვა ევროკავშირის ნიცის ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე. მეორედ უარის განცხადება, ევროკავშირის ლიდერთა აზრით, დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ბლოკს. საქმე ის არის, რომ ირლანდია გახლდათ ევროკავშირის ბოლო ქვეყანა, რომელსაც გაფართოების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოეხდინა და იმავდროულად ერთადერთი, რომელმაც ეს რეფერენდუმის გზით განახორციელა.
XS
SM
MD
LG