Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის


ერაყში გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. ობიექტების გეგმიური შემოწმების გარდა, დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფი

ერაყში გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. ობიექტების გეგმიური შემოწმების გარდა, დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფი
გაემგზავრა ბაღდადის სამხრეთით მდებარე, 400 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მოსულში, სადაც მეორე საძიებო ცენტრი გაიხსნება. 27 იანვრისთვის ინსპექტორებმა გაეროს თავიანთი მუშაობის შესახებ სრული ანგარიში უნდა წარუდგინონ. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უზენაესი კომისარიატის ხელმძღვანელმა რუუდ ლუბერსმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, რადაც უნდა დაუჯდეს, განიარაღებაზე დაიყოლიოს ბაღდადი; რადგან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, ლუბერსის თქმით, რეგიონში ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG