Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი მზად არის, უფრო აქტიურად


ერაყი მზად არის, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს სამხედრო ექსპერტებთან. დღეს, ბაღდადში გამართული მოლაპარაკების შემდეგ,

ერაყი მზად არის, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს სამხედრო ექსპერტებთან. დღეს, ბაღდადში გამართული მოლაპარაკების შემდეგ,
გაეროს ეგიდით მოქმედი ერაყის განიარაღების კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოქმს თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, ბაღდადი ვალდებულებას კისრულობს, დაეხმაროს გაეროს ექსპერტებს, თუ ეს უკანასკნელნი სურვილს გამოთქვამენ, გამოკითხონ ადგილობრივი სპეციალისტები. შევსებულ იქნება იმ მეცნიერთა სიაც, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ. ჰანს ბლიქსის თქმით, გასარკვევი რჩება კიდევ არაერთი საკითხი. მაგალითად, აქვს თუ არა ერაყს ბაქტერიოლოგიური იარაღი, ნერვულ-მაპარალიზებელი გაზი "VX"-ი და "სკადის" ტიპის რაკეტები.
XS
SM
MD
LG