Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის


საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ასლან აბაშიძე,

საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ასლან აბაშიძე,
ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთის საკითხის "აბუჩად აგდებაში" ადანაშაულებს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივნის თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რომელთა თანახმად, აბაშიძის აზრით, აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაზე საუბარი პრეზიდენტთან პირისპირ უფრო შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე საკუთარი პოზიციების მასმედიით გამოქვეყნება, რაც მხოლოდ ძაბავს სიტუაციას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის განცხადებით, შევარდნაძე აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას "აბუჩად იგდებს", როდესაც ამბობს, რომ ასლან აბაშიძეს პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. აფხაზეთის საკითხში პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად ასლან აბაშიძე 2001 წელს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG