Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ატიპიური


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ატიპიური პნევმონიით დაავადების მხრივ, ტაივანში ვითარება გაუარესდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ატიპიური პნევმონიით დაავადების მხრივ, ტაივანში ვითარება გაუარესდა.
სპეციალისტები ვერ ნახულობენ დაავადების კერას. ამდენად, დაავადების გავრცელება კონტროლს არ ექვემდებარება. დღეს ოფიციალურად გამოცხადდა მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების 23 ახალი შემთხვევის შესახებ. ეს, ერთი დღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ატიპიური პნევმონიის შედეგად დღეს 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 85 დაავადდა. დაავადებულთა საერთო რიცხვი ჩინეთში ხუთი ათასს უახლოვდება. ჰონკონგში ამ დაავადებამ დღეს 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის დიპლომატიურ მისიათა თანამშრომლების ოჯახებს ნება დართო დატოვონ ჩინეთი, ჰონკონგი და ტაივანი.
XS
SM
MD
LG