Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინტონი არ აპირებს ისრაელის და პალესტინელების

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინტონი არ აპირებს ისრაელის და პალესტინელების
კონფლიქტის მოგვარების "საგზაო რუკად" წოდებული გეგმის შეცვლას. პაუელმა დღეს პრესკონფერენციაზე ამანში განაცხადა, რომ აშშ არ ფიქრობს ამ გეგმის ხელახლა შექმნას მიუხედავად ისრაელის შეშფოთებისა უსაფრთხოების მხრივ.
[პაუელის ხმა] "ისრაელმა იცის, რომ "საგზაო რუკა" შეიცავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც გასაკეთებელია. მათ აქვთ გარკეული შენიშვნები, რომლებსაც ჩვენ ყურს დავუგდებთ, მაგრამ არ ვგეგმავთ "საგზაო რუკის" ხელახლა დაწერას ან კვლავ მოლაპარკებას მის შესახებ". ეს გეგმა, გაეროს, აშშ-ს, ევროპის კავშირს და რუსეთს ეკუთვნის და ისრაელსა და პალესტინელებს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს, ამასთან გეგმა 2005 წლისთვის პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ ისრაელი შეინარჩუნებს ებრაელთა დასახლებებს პალესტინელთა ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ საგზაო რუკა მათი გაუქმებისკენ და საერთოდ, მშენებდობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ისრაელის პოლიციამ დააკავა ისრაელი არაბების ისლამური გაერთიანების ლიდერი ეჭვის გარო, რომ ის ექსტრემისტულ "ჰამასს" ფინანსურად შეუწყო ხელი.
XS
SM
MD
LG