Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საჭიროდ მიიჩნევს ტერიტორიული მთლიანობისა


აშშ საჭიროდ მიიჩნევს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.

აშშ საჭიროდ მიიჩნევს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.
საინფორმაციო სააგენტო "მედიამაქსის" ცნობით, ამ საკითხზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ოფისის დირექტორმა ჯონ შმიდტმა. მან ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ემხრობა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოგვარებას როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ფორმატით.
XS
SM
MD
LG