Accessibility links

ევროკომისია 100 მილიონ ევროს გადაურიცხავს


ევროკომისია 100 მილიონ ევროს გადაურიცხავს პალესტინელთა ხელმძღვანელობას, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად.

ევროკომისია 100 მილიონ ევროს გადაურიცხავს პალესტინელთა ხელმძღვანელობას, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად.
კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ფული მოხმარდება რეფორმებისა და რეკონსტრუქციის გაგრძელებას, აგრეთვე პალესტინელთა ეკონომიკის სტიმულირებას. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, სამშვიდობო პროცესს ხელი უნდა შეეწყოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით. ამ საკითხზე იგორ ივანოვმა ისაუბრა ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG