Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,
მონაწილეობა მიიღოს ომისშემდგომი ერაყის აღდგენაში. ამავე დროს, ანანმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები, რომელმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ანანმა სიტყვა წარმოთქვა გაეროს გენერალური ასამბლეის 58-ე სესიის გახსნაზე. შეერთებული შტატები მას კონკრეტულად არ უხსენებია, მაგრამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ერთპიროვნული ქმედება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ქცევის ნორმებს, რომლებიც გაერომ ექვსი ათწლეულის მანძილზე შეიმუშავა. [კოფი ანანის ხმა] "რა აზრისაც უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი ბოლო თვეების მოვლენების შესახებ, ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შედეგად მივიღოთ სტაბილური, დემოკრატიული ერაყი, რომელიც მზად იქნება მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას."
XS
SM
MD
LG