Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი


საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი დღეს ვლადიკავკაზში გაემგზავრა,

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი დღეს ვლადიკავკაზში გაემგზავრა,
სადაც ხვალ გაიმართება მისი მოლაპარაკება ჩრდილოეთი ოსეთის პრეზიდენტთან ალექსანდრ ძასოხოვთან. საუბარი შეეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსი საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. ეუთო აქტიურად მონაწილეობს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მოლაპარაკებებში ჩართული არიან, აგრეთვე, მოსკოვი და ვლადიკავკაზი. ოქტომბერში, ჰოლანდიაში, ეუთოს ეგიდით, საქართველოსა და ოსთა მხარეების შეხვედრა უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG