Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონს


ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონს მიაჩნია, რომ გუშინდელმა აფეთქებებმა სტამბოლში კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლისა და მისი დამარცხების აუცილებლობა.

ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონს მიაჩნია, რომ გუშინდელმა აფეთქებებმა სტამბოლში კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლისა და მისი დამარცხების აუცილებლობა.
ჯორჯ რობერტსონმა მადრიდში ყოფნისას განაცხადა, რომ სტამბოლის ხუთშაბათის მოვლენებმა, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, აჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ნატო ერთიანი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ სტამბულში აფეთქების ადგილების დათვალიერების შემდეგ განაცხადა: [სტროს ხმა] "ჩვენ - ისინი, ვინც ცივილიზებულ მსოფლიოს წარმოვადგენთ, ვდგავართ გლობალური საფრთხის წინაშე და მას ჩვენ გლობალურად უნდა გავუმკლავდეთ. ეს იმდენადვე იყო თავდასხმა თურქეთის ხალხზე, როგორც ბრიტანეთის ინტერესებზე და ამდენად ჩვენ თურქეთის გვერდით ვდგავართ." დღეს სტამბოლში ჯერ სტროსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გულმა განაცხადა: [გულის ხმა] "ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ მუსულმანურ ქვეყანაშიც შეიძლება იყოს დემოკრატია, ისიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე, იქაც შეიძლება იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ მუსულმანური ქვეყანა შეიძლება თანამედროვე მსოფლიოში კონკურენტუნარიანი იყოს. შეიძლება სწორედ ეს აწუხებს ვიღაცას".
XS
SM
MD
LG