Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ეპიდემიოლოგები ჯონ მარი და


ამერიკელი ეპიდემიოლოგები ჯონ მარი და ჩარლს კალიშერი ამტკიცებენ,

ამერიკელი ეპიდემიოლოგები ჯონ მარი და ჩარლს კალიშერი ამტკიცებენ,
რომ ალექსანდრე მაკედონელი არა შხამის, გრიპის ან ტიფის, არამედ დასავლეთი ნილოსის ციებ-ცხელებისაგან გარდაიცვალა. ეს დაავადება აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და დასავლეთ აზიაში გვხვდება. ვირუსის ძირითად წყაროს ყვავები წარმოადგენენ, ხოლო მომაკვდინებელი ვირუსი სისხლისმწოვი მწერების მეშვეობით ვრცელდება. პლუტარქეს ცნობით, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ალექსანდრე მაკედონელი ბაბილონის კედელთან ყვავების ვეებერთელა ღრუბლებს ადევნებდა თვალს. მარმა და კალიშერმა თავიანთი ვარაუდის დასადასტურებლად ისარგებლეს ყველასათვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის დიაგნოსტიკური გვერდით "გიდეონი". დიდი მხედართმთავრის დაავადების ყველა სიმპტრმი - სასუნთქი ორგანოების ანთება, ღვიძლის ტკივილი და გამონაყარი კანზე - ასპროცენტიანი ალბათობით ადასტურებს დასავლეთი ნილოსის ციებ-ცხელებას.
XS
SM
MD
LG