Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში 9 ბავშვის სიცოცხლე


სამხრეთ ავღანეთში 9 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტების თავშესაფრად მიჩნეულ ობიექტზე ამერიკელი სამხედროების საჰაერო იერიშმა.

სამხრეთ ავღანეთში 9 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტების თავშესაფრად მიჩნეულ ობიექტზე ამერიკელი სამხედროების საჰაერო იერიშმა.
ავღანეთში აშშ-ის ელჩმა ზალმაი ხალილზადმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო: [ზალმაი ხალილზადის ხმა] "ტრაგიკული ინციდენტი, რომლის დროსაც 9 ბავშვი დაიღუპა, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. წარმომიდგენია, რა მტკივნეულია ის, რასაც დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები განიცდიან". ხალილზადმა ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოკლეს მოლა ვაზირი, რომლის გამოც განხორციელდა იერიში. ვაზირი მიჩნეული იყო ავღანეთში ტერორისტული აქტების სპონსორად და ორგანიზატორად.
XS
SM
MD
LG