Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი აცხადებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი აცხადებს, რომ რუსეთი ემზადება გლობალური დათბობის შესახებ კიოტოს ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. კასიანოვს არ დაუზუსტებია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი აცხადებს, რომ რუსეთი ემზადება გლობალური დათბობის შესახებ კიოტოს ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. კასიანოვს არ დაუზუსტებია
რატიფიკაციის თარიღი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს უფრო მეტ დროს წაიღებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 1997 წელს კიოტოში ხელმოწერილი ხელშეკრულების მიზანი მდიდარი ქვეყნების საწარმოთა მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის 1990 წლის დონის 5,2 პროცენტით შემცირებაა. რუსეთის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ნახშირორჟანგის მსოფლიო ემისიის 17 პროცენტი რუსეთზე მოდის. ყველაზე მსხვილ დამაბინძურებლად ამ თვალსაზრისით შეერთებული შტატებია მიჩნეული.
XS
SM
MD
LG