Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში რეფორმისტული პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს


ირანში რეფორმისტული პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს 20 თებერვლის არჩევნებს.

ირანში რეფორმისტული პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს 20 თებერვლის არჩევნებს.
ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა პარტიის მეთაურმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მოჰამად რეზა ხათამიმ, რომელიც ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ძმაა. მისი განმარტებით, კონსერვატიული მეთვალყურეთა საბჭოს გადაწყვეტილება, ძალაში დატოვოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ 2 000-ზე მეტი კანდიდატის დისკვალიფიკაცია, ნიშნავს იმას, რომ რეფორმისტები ბოიკოტს გამოაცხადებენ. ხუთშაბათს მეთვალყურეთა საბჭომ სულ 51 კანდიდატი აღადგინა. ამასთან, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რეზა ზავარჰის განმარტებით, საკითხის გადასინჯვა არ დამთავრებულა და საბოლოო გადაწყვეტილებები საბჭომ 9 თებერვლამდე უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG