Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, ერაყში შეერთებული შტატების


როგორც იტყობინებიან, ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის მიერ გაშვებული რაკეტები მეჩეთს მოხვდა ქალაქ ფალუჯაში და 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც იტყობინებიან, ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის მიერ გაშვებული რაკეტები მეჩეთს მოხვდა ქალაქ ფალუჯაში და 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მანამდე ამერიკელი საზღვაო მედესანტეები შევიდნენ ფალუჯაში და ცდილობენ კონტროლი დაამყარონ ქალაქზე მას მერე, რაც გასულ კვირაში იქ ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა შეტაკებებში. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქარბალაში შეტაკება მოხდა პოლონეთის ჯარებსა და შიიტებს შორის. დაიღუპა რამდენიმე შიიტი. მათ შორის შიიტთა სასულიერო ლიდერის, მუყტადა ალ-სადრის თანაშემწე. ალ-სადრის ჯარები უკანასკნელ დღეებში გააფთრებულ ბრძოლებს აწარმოებენ მოკავშირეთა წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ცნობით, მისი ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა ქალაქ ბაყუბაში საბრძოლო მოქმედებების დროს. ამერიკელთა ცნობით, მათ კონტროლი დააწესეს ქალაქ რამადიზე, სადაც გუშინ 12 ამერიკელი მედესანტე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG