Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები


დღეს რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ერაყში მძევლად აყვანილი თავიანთი მოქალაქეების გათავისუფლების გეგმებზე

დღეს რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ერაყში მძევლად აყვანილი თავიანთი მოქალაქეების გათავისუფლების გეგმებზე


ბჭობდნენ. ჩიხიდან ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იჩირო აისავა იორდანიაში ჩავიდა. ერაყელ მეამბოხთა პირობის თანახმად, თუ იაპონია თავის სამხედრო შენაერთებს ხვალ დილამდე არ გაიყვანს ერაყიდან, გამტაცებლები სამ გატაცებულ იაპონელს ცოცხლად დაწვავენ.
პალესტინის ტექნოლოგიის მინისტრმა აზზამ ალ აჰმადმა პრეზიდენტ იასირ არაფატს სთხოვა პირადად ჩაერიოს ერაყში დაკავებული იმ ორი პალესტინელის გათავისუფლების საქმეში, რომლებიც ისრაელის აგენტობაში დაადანაშაულეს.
გუშინ ნასირიაში გაიტაცეს ბრიტანეთის სამოქალაქო კონსულტანტი, გატაცებულია ამერიკელი სამოქალაქო პირიც.
XS
SM
MD
LG