Accessibility links

შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს, 450


შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს, 450 მილიონი დოლარი გამოყოს მთელ მსოფლიოში იმ ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ტერორისტების ხელში შეიძლება მოხვდეს.

შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს, 450 მილიონი დოლარი გამოყოს მთელ მსოფლიოში იმ ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ტერორისტების ხელში შეიძლება მოხვდეს.
ამის შესახებ დღეს ვენაში განაცხადა შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა სპენსერ ებრაჰამსმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფერენციაზე. [ებრაჰამსის ხმა] "ოფიციალურად ვაცხადებ ამ პროგრამის შექმნის შესახებ, რომელსაც ჩემი სამინისტრო განახორციელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის და ამერიკის მთავრობის სახელით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველაზე მძიმე საფრთხე, რომლის წინაშეც კი გვიწევს დგომა." ებრაჰამსის თქმით, რუსეთი დათანხმდა, შეერთებულ შტატებთან ერთად განახორციელოს ეს პროგრამა.
XS
SM
MD
LG