Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა ოთხმა წევრმა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა ოთხმა წევრმა:
თამაზ დიასამიძემ, ელგუჯა მაკარაძემ, მურმან დუმბაძემ და ედუარდ ფუტკარაძემ. როგორც ელგუჯა მაკარაძემ უთხრა საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს", მათი ნაბიჯი მოჰყვა საბჭოს მიერ მიღებულ შესწორებას "აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში", რომლის მიხედივთ, საქართველოს პარლამენტის წევრს ეკრძალება აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა. არჩევნები აჭარაში 20 ივნისს გაიმართება. იუწყებიან ასევე, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ახალი მემარჯვენეები".
XS
SM
MD
LG