Accessibility links

ექსტრემისტულ ისლამურ ორგანიზაცია "ჰისბოლას" მიერ


ექსტრემისტულ ისლამურ ორგანიზაცია "ჰისბოლას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან დღეს პირველად გააგზავნა მზვერავი

ექსტრემისტულ ისლამურ ორგანიზაცია "ჰისბოლას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან დღეს პირველად გააგზავნა მზვერავი
თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო სივრცეში. ლაპარაკია მომცრო საჰაერო ხომალდზე, რომელშიც ადამიანი არ იმყოფება და რომელიც იძლევა სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვების საშუალებას. "ჰისბოლას" ინფორმაციით, თვითმფრინავმა 20 წუთი დაჰყო ისრაელის საჰაერო სივრცეში და უკან მშვიდობიანად დაბრუნდა. თვითფრინავი “მირსად 1” ლიბანში აფრინდა. "ჰისბოლას" არ გაუვრცელებია მისი ტექნიკური დეტალები, ისრაელის არმიის შეფასებით, თვითმფრინავი ირანული წარმოებისაა. ისრაელის არმიამვე დაადასტურა მისი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.
XS
SM
MD
LG