Accessibility links

logo-print

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა
31 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ. მას მხარი დაუჭირა ამომარჩეველთა 39,87-მა პროცენტმა. იუშჩენკოს ოდნავ ჩამორჩა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი - 39,32 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 21 ნოემბრისთვის არის დანიშნული, სწორედ იუშჩენკოსა და იანუკოვიჩს შორის გაიმართება.
XS
SM
MD
LG