Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროების თანახმად, მათ ქალაქი


ამერიკელი სამხედროების თანახმად, მათ ქალაქი ფალუჯა მთლიანად დაიკავეს და იქ არ დარჩა ერაყელთა

ამერიკელი სამხედროების თანახმად, მათ ქალაქი ფალუჯა მთლიანად დაიკავეს და იქ არ დარჩა ერაყელთა
წინააღმდეგობის არც ერთი მსხვილი კერა.
აშშ-ის არმიის საზღვაო ქვეითთა ჯარის გენერალს ჯონ სატლერს მოუსინეთ: [სატლერის ხმა] “ჩვენ პოზიციები გვიკავია ქალაქის ყველა ნაწილში, ქალაქი აღებულია, ჩვენ ქალაქი ფალუჯა გავათავისუფლეთ”. მისივე თქმით, ახლა ქალაქი იწმინდება, იწმინდება თითოეული სახლი, სადაც შეიძლება იმალებოდნენე მეამბოხეები.
დღეს სამხედროებმა უშიშროების მოსაზრებით არ შეუშვეს ქალაქში ერაყის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები.
ორშბათიდან მოყოლებული 31 ამერიკელი დაიღუპა ოპერაციის მსვლელობაში. დაღუპულია ასევე ქალაქის 20 მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ოპერაციის დროს 1200 მეამბოხე მოკლეს. დღესვე ექსტრემისტებმა გათავისუფლეს პრემიერ-მინისტრის ალავის გატაცებული ნათესავები, ჯერ კიდევ მძევლად არის მისი ბიძაშვილი. ეს ცნობა ოფიციურად არ დაუდასტურებიათ, ის მხოლოდ “ალ-ჯაზირამ” გაავრცელა.
XS
SM
MD
LG