Accessibility links

logo-print

რუმინეთის ცენტრისტული ოპოზიცია საპარლამენტო და


რუმინეთის ცენტრისტული ოპოზიცია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ხელმეორედ

რუმინეთის ცენტრისტული ოპოზიცია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ხელმეორედ
ჩატარებას მოითხოვს. შეგახსენებთ, კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად ლიდერობს პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი და სახელისუფლებო პარტია. ბუქარესტის მერმა ტრაიან ბასესკუმ, რომელიც ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების ცენტრისტული ალიანსის ლიდერია, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებამ 160 ათას ხმაზე მოახდინა ზეგავლენა. ბასესკუ არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს. ასევე საჭიროდ მიაჩნია მას ცენტრალური საარჩევნო ბიუროს დაშლა და გაყალბებაზე პასუხისმგებელთა დაპატიმრება: [ბასესკუს ხმა] "სახალხოდ მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო ბიუროს – მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მომზადებულ 28 ნოემბრის არჩევნების გაყალბებაში მონაწილე უწყების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სახალხოდ მოვითხოვთ გაყალბებისთვის გამოყენებული კომპიუტერული პროგრამის შემქმნელი საარჩევნო ბიუროს დირექტორის დაპატიმრებას". ბუქარესტის მერის ამ მოთხოვნას, შეგახსენებთ, ტრაიან ბასესკუ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და პრემიერ-მინისტრ ნასტასეს მთავარი კონკურენტია, მმართველი პარტიის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო ოპოზიციის მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
XS
SM
MD
LG