Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კანდიდატები


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კანდიდატები სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯიმბა შეთანხმდნენ,

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კანდიდატები სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯიმბა შეთანხმდნენ,
რომ მონაწილეობას მიიღებენ განმეორებით არჩევნებში - ამასთან, მონაწილეობას მიიღებენ ერთიანი გუნდით. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბაღაფშმა აღნიშნა, რომ წამოაყენებს თავის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო ხაჯიმბა - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. ამავე წყაროს ცნობით, არჩევის შემთხვევაში ორივე თითქმის ერთნაირი უფლებამოსილებით აღიჭურვება. როგორც ბაღაფშმა აღნიშნა, ლაპარაკია წინასწარ შეთანხმებაზე, რომელიც მომდევნო მოლაპარაკების დროს უნდა დადასტურდეს. და თუ ეს მოხდა, 6 დეკემბრისთვის დანიშნული ინაუგურაცია (ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაცია) აღარ შედგება.
XS
SM
MD
LG