Accessibility links

logo-print

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის მაღალი


ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის
წარმომადგენლები მომავალ კვირაში მოლაპარაკებას გამართავენ. მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავტონომიის ხელმძღვანელის არჩევნების პერიოდში. შეხვედრის მოწყობა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ისრაელი დათანხმდა, კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება მიეცა იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელებისთვის. ახლახან გარდაცვლილი იასირ არაფატის მემკვიდრის არჩევნები 9 იანვრისთვის არის დანიშნული. ამასობაში იუწყებიან, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის არმიის მიერ გუშინ დაწყებული იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 11 პალესტინელი დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ასეული ადამიანი.
XS
SM
MD
LG