Accessibility links

რუსეთში ნაკლებად ცნობილმა ფირმამ "ბაიკალფინანსგრუპმა"


რუსეთში ნაკლებად ცნობილმა ფირმამ "ბაიკალფინანსგრუპმა" გაიმარჯვა აუქციონზე, რომელზეც გატანილი იყო “იუგანსკნეფტეგაზი”,

რუსეთში ნაკლებად ცნობილმა ფირმამ "ბაიკალფინანსგრუპმა" გაიმარჯვა აუქციონზე, რომელზეც გატანილი იყო “იუგანსკნეფტეგაზი”,
კომპანია "იუკოსის" მთავარი ნავთობმომპოვებელი საწარმო. “ბაიკალფინანსგრუპმა”, რომელიც ქალაქ ტვერშია დაფუძნებული 9 მილიარდ 350 მილიონი დოლარი გადაიხადა “იუგანსკნეფტეგაზის” საკონტროლო პაკეტში. "იუკოსის" წამყვანი საწარმოს გაყიდვა მოითხოვა რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც აცხადებს, რომ "იუკოსს" გადასახადების სფეროში დიდი ვალი დაუგროვდა. "იუკოსი" უარყოფს ბრალდებას და ირწმუნება, რომ კრემლის მიზანია, ავნოს "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკის. "იუკოსის" პრეს-მდივანმა, ალექსანდრ შადრინმა აღნიშნა, რომ გაასაჩივრებს აუქციონის შედეგს. ასევე შადრინის თქმით, აუქციონზე გამარჯვებულმა - “9-მილიარდდოლარიანი თავისტკივილი შეიძინა”.
XS
SM
MD
LG