Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის მთავრობამ და სამხრეთსუდანელმა მეამბოხეებმა


სუდანის მთავრობამ და სამხრეთსუდანელმა მეამბოხეებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას,

სუდანის მთავრობამ და სამხრეთსუდანელმა მეამბოხეებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას,
რომელმაც ოფიციალურად ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს სუდანში. მეზობელი კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ ცერემონიაზე სამხრეთსუდანელი მეამბოხეების მეთაურმა ჯონ გარანგმა და სუდანის ვიცე-პრეზიდენტმა ალი ოსმან ტაჰამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბოლოს უღებს ომს. ამ ომმა 1983 წელს იფეთქა და 2 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხელმოწერის ცერემონიას მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების დაესწრნენ, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.
XS
SM
MD
LG