Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,
მოსკოვის ინიციატივას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის შეწყვეტის შესახებ პრაგმატული საფუძველი უდევს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ ეუთოს მისია 15 მილიონი ევრო ჯდება, ეს თანხა კი მეტი სარგებლობით შეიძლება დაიხარჯოს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან, სასაზღვრო სამსახურის განმტკიცების ჩათვლით. მინისტრმა ყველას მოუწოდა, რუსეთის ამ ინიციატივაში ნუ დაინახავენ რაიმე “პოლიტიკური დივერსია” და შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ეუთომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგის განხორციელება მაშინ დაიწყო, როცა საზღვარი საკმარისად არ კონტროლდებოდა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, გააკონტროლოს თავისი საზღვარი საქართველოს მონაკვეთზე საკუთარი სასაზღვრო ძალებით.
XS
SM
MD
LG