Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის არჩევნებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის არჩევნებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:
[პუტინის ხმა] "პირობები, რომელშიც ერაყის არჩევნები ჩატარდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და ეს დადებითი მოვლენაა". ერაყის არჩევნებს დადებითად გამოეხმაურა ირანის ხელისუფლებაც. მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეირანი იმედოვნებს, რომ ერაყის არჩევნები ერაყს უსაფრთხოებას მოუტანს და დასრულდება შეერთებული შტატების მიერ ერაყის ოკუპაცია. პაკისტანის საგარეო უწყება ერაყში სტაბილურობის დამყარებას იმედოვნებს. თურქეთის ხელისუფლება კი ერაყის არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ერაყის არჩევნებს გამოეხმაურა ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი მურატბეკ იმანალიევიც: [იმანალიევის ხმა] "ჩემი აზრით, ამერიკის ადმინისტრაციამ მოახერხა ისე ჩაეტარებინა ერაყის არჩევნები, რომ ყველა ერაყელს, განურჩევლად რელიგიისა და ეროვნებისა შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით აქტიურები ქურთები იყვნენ. ამერიკის ადმინისტრაცია ყველა გზით შეეცადა, რომ არჩევნები სამართლიანი და სამართლებრივი ყოფილიყო".
XS
SM
MD
LG