Accessibility links

ყირგიზეთში პოლიციამ სროლა დაიწყო ოპოზიციის


ყირგიზეთში პოლიციამ სროლა დაიწყო ოპოზიციის მომხრებთან შეტაკებებში, მაგრამ დემონსტრანტებმა

ყირგიზეთში პოლიციამ სროლა დაიწყო ოპოზიციის მომხრებთან შეტაკებებში, მაგრამ დემონსტრანტებმა
შეძლეს კონტროლის აღდგენა ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობებზე სამხრეთ ყირგიზეთში. ჯალალაბადსა და ოშში პოლიციისა და ადგილობრივი მმართველობის შტაბ-ბინები ათასობით დემონსტრანტმა დაიკავა. პოლიცია აცხადებს, რომ ჰაერში ისროდა და უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს სასტიკად მოეპყრო დემონსტრანტებს. საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს სხვა რეგიონებშიც. დემონსტრანტები მოითხოვენ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, კენჭისყრის გამეორებას და პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომას. ეუთომ, რომლის მეთვალყურეების შეფასებითაც, არჩევნები არ იყო დემოკრატიული, დღეს მხარეებს მოუწოდა, მოლაპარაკების მეშვეობით განმუხტონ ამჟამინდელი დაძაბულობა. რამდენიმე გადაუმოწმებელი ცნობით, დღევანდელი არეულობების დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მაგრამ დამოუკიდებელ წყაროებს არ ეძლევათ ამ ინფორმაციის შემოწმების საშუალება.
XS
SM
MD
LG