Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკელმა ჯარისკაცებმა 24 მეამბოხე


ერაყში ამერიკელმა ჯარისკაცებმა 24 მეამბოხე მოკლეს შეტაკებაში, რომელიც ამერიკელებზე ბაღდადის გარეუბანში

ერაყში ამერიკელმა ჯარისკაცებმა 24 მეამბოხე მოკლეს შეტაკებაში, რომელიც ამერიკელებზე ბაღდადის გარეუბანში
განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. ამის შესახებ ამერიკული სამხედრო წყაროები იუწყებიან. დღესვე, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობამ ერაყის რამდენიმე რეგიონში, სულ ცოტა, 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულებს შორის არის მოსულის პოლიციის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დირექტორი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი ერაყში ომის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციებით აღნიშნეს ერაყში სამხედრო ინტერვენციის მეორე წლისთავი. მალაიზიაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა კუალა ლუმპურში შეკრებილი დემონსტრანტების - 400-მდე ადამიანის დასაშლელად. დემონსტრანტები ანტიამერიკული და ანტიბრიტანული ლოზუნგებით გამოვიდნენ. საპროტესტო აქცია გაიმართა ავსტრალიაშიც - სიდნეიში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო მარშზე. გუშინ ომის მოწინააღმდეგეებმა დემონსტრაციები გამართეს ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
XS
SM
MD
LG