Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული


11 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდები დაიწყო.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების

11 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდები დაიწყო.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების
მსურველებს გამოცდების ობიექტურად ჩატარების პირობა მისცა. როგორც მან ორშაბათს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებით, განათლების სისტემაში კორუფციისა და "ჩაწყობების" დრო წავიდა. "ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა უმაღლეს სასწავლებლებში განათლებული და ბეჯითი აბიტურიენტები მოხვდნენ. დადგა დრო, ახალგაზრდებს სწავლა და შრომა დაუფასდებათ. თუმცა გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის წარმატებული ვერ იქნება" – აცხადებს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "სახელმწიფო 100%-ით გაზრდის განათლების ხარჯებს. ახალი სასწავლო წლიდან სკოლის პედაგოგები გაზრდილ, საარსებო მინიმუმზე მაღალ ხელფასებს მიიღებენ".
XS
SM
MD
LG