Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და ირანის წარმომადგენლები ვენაში


ევროკავშირისა და ირანის წარმომადგენლები ვენაში შეიკრიბნენ ერთდღიან მოლაპარაკებაზე.

ევროკავშირისა და ირანის წარმომადგენლები ვენაში შეიკრიბნენ ერთდღიან მოლაპარაკებაზე.
კონკრეტული შედეგების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა, მაგრამ ორი მხარე შეთანხმდა, რომ იანვარში განაახლებს მოლაპარაკებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკება, რომლის მსვლელობაშიც ევროკავშირი შეეცადა ირანი დაეყოლიებინა ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე, აგვისტოში შეწყდა. ირანი აცხადებს, რომ აქვს უფლება გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნით. მაგრამ ზოგი ქვეყანა, უწინარეს ყოვლისა აშშ შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ ევროკავშირის ძალისხმევას, დაარწმუნოს ირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტის მიზანშეწონილობაში. მაგრამ ირანმა დღეს არაორაზროვნად განაცხადა, რომ არ აპირებს ამ პროცესის შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG