Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ


ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა.
იუწყებიან ასევე, რომ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი გონზე არ მოსულა ორი კვირის წინანდელი ძლიერი ინსულტის შემდეგ. ოლმერტმა საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარადგინა ქალი - ციპი ლივნი, გარდა ამისა შარონის სამი მოკავშირე შეიყვანა მთავრობაში. ვაკანსიები გაჩნდა მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ლიკუდის პარტიის ოთხი წევრი გასულ კვირაში გამოვიდა მმართველი კოალიციიდან. ამის შედეგად ისრაელის მთავრობაში დარჩა ერთი პარტია - შარონის ახლად ჩამოყალიბებული "კადიმა". ახალი მთავრობა იმუშავებს 28 მარტის საყოველთაო არჩევნებამდე. მას არ ესაჭიროება დასტური პარლამენტში, რომელსაც არჩევნებამდე არდადეგები აქვს.
XS
SM
MD
LG