Accessibility links

გაეროს ატომური უწყების ახალ ანგარიშში


გაეროს ატომური უწყების ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი განაგრძობს ბირთვულ გამდიდრებაზე მუშაობას.

გაეროს ატომური უწყების ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი განაგრძობს ბირთვულ გამდიდრებაზე მუშაობას.

კონფიდენციალური ანგარიში ვენაში, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 35 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს დაურიგეს. გავრცელებული ცნობით, ანგარიში ამბობს, რომ გაეროს ინსპექტორებმა თეირანის ატომური პროგრამის სხვა შემაშფოთებელი ასპექტების გაქარწყლებაც ვერ შესძლეს. ანგარიშის თანახმად, ირანმა ბოლო თვეში ბირთვული გამდიდრების პროცესი შეანელა. მაგრამ თეირანი განაგრძობს ექსპერიმენტების ჩატარებას ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ეჭვობს, შეიძლება ატომური იარაღის საწარმოებლად გამოიყენონ.
XS
SM
MD
LG