Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბანის პოლიტიკურ


გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბანის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკება

გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბანის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკება
პოლიტიკური კრიზისის გაუარესების აღსაკვეთად. განცხადებაში, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრი მიემხრო, დაგმობილია ლიბანის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა. ლიბანში ოპოზიციამ, გასამხედროებულ მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" ხელმძღვანელობით, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოაწყო მოთხოვნით, შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ლიბანის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ფუად სინიორას პროდასავლურ მთავრობას ოპოზიცია უკანონოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG