Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა


ყირგიზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა განაცხადა, რომ აპირებს, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას.

ყირგიზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა განაცხადა, რომ აპირებს, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას.

ყულოვის თქმით, მისი სურვილია, გააერთიანოს დაქსაქსული, მაგრამ საერთო სულისკვეთების მქონე საზოგადოებრივი ძალები. ბიშკეკში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ყულოვმა მძაფრად გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედება ოპოზიციური ძალების მიმართ. [ფელიქს ყულოვის ხმა] "ტელეარხების უმრავლესობა უკვე გადავიდა იმ ხალხის კონტროლქვეშ, რომელიც ერთ ოჯახთან არის დაახლოებული; ისევ მომძლავრებას იწყებს კრიმინალი; კიდევ უარესი: ხდება ხელისუფლებისა და პოლიტიკის კრიმინალიზება; გამოითქმის მუქარები; დაიწყო მათი დევნა, ვინც არ ეთანხმება ეგრეთ წოდებულ "სახელმძღვანელო მიმართულებას". ხელთ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი წრის წევრებზე თავდასხმები მზადდება."
XS
SM
MD
LG