Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი, რამზან კადიროვი, რესპუბლიკის


ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი, რამზან კადიროვი, რესპუბლიკის პრეზიდენტის

ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი, რამზან კადიროვი, რესპუბლიკის პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩეჩნეთის ახლანდელი პრეზიდენტი, ალუ ალხანოვი, პოსტიდან გადადგა, და რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებებს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, მან ალუ ალხანოვს ასე მიმართა: [პუტინის ხმა]: ”ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე 2004 წლის აგვისტოდან ხართ. მას შემდეგ ჩეჩნეთში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. ჩეჩნეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კავკასიაში - ეს იოლი წლები არ ყოფილა. მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა”. სულ რამდენიმე დღის წინ, ალხანოვი შესაძლო ცვლილებებს ”ჭორებს” უწოდებდა, და კადიროვს ირიბად აკრიტიკებდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის წარმოების გამო. რამზან კადიროვი ოქტომბერში 30 წლის გახდა - ეს კი ის ასაკია, რომლსი მიღწევის შემდეგაც პირს შეუძლია ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდეს.
XS
SM
MD
LG