Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე თვეა, დასავლეთისა და რუსეთის მედიაში ყველაზე, ასე ვთქვათ, ცხელ თემად

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობასთან დაკავშირებული ისტორია რჩება. ამ ისტორიაში საქართველოც გაჩნდა. თუ რა შეიძლება აკავშირებდეს საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მკვლელობასთან, დღევანდელი რუსეთის პრესის მიმოხილვიდან შეიტყობთ.

2 ივნისის ”როსიისკაია გაზეტას”ცნობით, ლიტვინენკოს საქმეში ჩეჩნური კვალი გაჩნდა. კერძოდ, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არკადი ედელევის განცხადებით, დადგენილია, რომ ბორის ბერეზოვსკისა და შამილ ბასაევის თანამშრომლობის მოწმეთა გასანადგურებლად ლიტვინენკო ჩეჩნეთში იყო ჩასული და რომ მან ჩეჩნეთში გადასასვლელად საქართველოს ტერიტორია გამოიყენა. ”გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გენერალმა არ დააკონკრეტა,როდის მოხდა ეს. მისი თქმით, დადგენილია, რომ ლიტვინენკო ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთის ემისრის ახმედ ზაკაევის დავალებებსაც ასრულებდა. ის ჩეჩნეთში გადასვლისას საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ, პანკისის ხეობას იყენებდა”, - წერს 2 ივნისის ”როსიისკაია გაზეტა”.
”ყოფილი საბჭოთა ატომური ცენტრი აფხაზეთში თავისი საიდუმლოებების ნაწილს ამჟღავნებს ” - ასეთი სათაურით ბეჭდავს 1 ივნისის გაზეთი ”ნოვიე იზვესტია” გერმანელი ჟურნალისტის ულრიხ ჰაიდენის სტატიას, რომელიც მის აფხაზეთში მოგზაურობას ეხება. სარედაქციო შესავალში ნათქვამია, რომ იმ რადიაქტიურ ნივთიერებათა წარმოშობის თაობაზე,რომლითაც ალექსანდრ ლიტვინენკო იყო მოწამლული, სხვადასხვა ვერსია არსებობს. მაგალითად, თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ამ სკანდალურ ისტორიაში სოხუმის კვალიც იყოს - საქმე ის გახლავთ, რომ აფხაზეთში განლაგებულია ერთ-ერთი უძველესი საბჭოთა ატომური ცენტრი, რომელიც 1945 წელს, ლავრენტი ბერიას განკარგულებით, გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს. სწორედ ამ ცენტრის დათვალიერების საშუალება მიეცა გერმანელ ჟურნალიტს.
ულრიხ ჰაიდენის თქმით, სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში მოსახვედრად აუცილებელია თვითაღიარებული აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს ნებართვა. სწორედ ამ დაწესებულების წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა ის სინოპში, სადაც 1945-55 წლებში ყოფილ დასასვენებელ სახლში 106 გერმანელი და 81 საბჭოთა მეცნიერი, ბარონ მანფრედ ფონ არდენეს ხელმძღვანელობით, ურანის იზოტოპების გახლეჩას იკვლევდა. მათი მიზანი იყო ურან 235-ის, ანუ ატომური ბომბის, შიგთავსის მიღება.
ჟურნალისტის განმარტებით, მანფრედ ფონ არდენე იმ გერმანელ მეცნიერთა შორის აღმოჩნდა, ვინც ბერლინის დაცემის შემდეგ მუშაობა საბჭოთა კავშირში განაგრძო. სინოპში მის მიერ დაარსებული ინსტიტუტი დღემდე მუშაობს. ის რუსეთის მიერ ფინანსდება. ”მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, როგორც იქ ამბობენ, გასაიდუბლოების თვალსაზრისით, ყველაფერი ძველებურადაა”, - წერს გერმანელი ჟურნალისტი, რომელმაც სოხუმში მოგზაურობის შესახებ გაზეთ ”ნოვიე იზვესტიას” უამბო.

XS
SM
MD
LG