Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთის ოპოზიციურმა პარტიებმა მუქარა გამოთქვეს


ალბანეთის ოპოზიციურმა პარტიებმა მუქარა გამოთქვეს,

ალბანეთის ოპოზიციურმა პარტიებმა მუქარა გამოთქვეს,
რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ პრეზიდენტის არჩევის პირველ რაუნდს, რადგან მმართველმა პარტიამ თავისი კანდიდატის ვინაობა არ შეუთანხმა ოპოზიციას. ალბანეთში პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს კენჭისყრის ხუთი რაუნდით. თუკი ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, არჩევნები ჩაიშლება და საყოველთაო ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
XS
SM
MD
LG