Accessibility links

logo-print

ფარული რეკლამის აკრძალვა წინასაარჩევნო პერიოდში


ცნობილია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება. დისკუსია ამ თემაზე

არა მხოლოდ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარეობს, არამედ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის ერთ-ერთი დასტური იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის ბოლო ვიზიტიც, როცა მისმა წევრებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის გამო. თავის მხრივ, პროცესში აქტიურად მონაწილეობს არასამთავრობო სექტორიც. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მნიშვნელოვნად მიაჩნია საარჩევნო კოდექსში რიგი ცვლილებებისა და დამატებების, მათ შორის, ”ფარული რეკლამის” დეფინიციის შეტანა და ამგვარი რეკლამის აკრძალვა წინასაარჩევნო პერიოდში. ცვლილებათა პროექტით ასოციაციამ უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. ნინო გელაშვილი ”ფარული რეკლამის” საკითხის აქტუალურობაზე ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივან ბესო აბაშიძეს ესაუბრა:



იხ.აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG