Accessibility links

logo-print

ორ კორეას შორის რეგულარული სარკინიგზო


ორ კორეას შორის რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა - 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ.

ორ კორეას შორის რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა - 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ.
სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, 12 ვაგონისაგან შემდგარმა სატვირთო მატარებელმა გადაჭრა ორი კორეის გამყოფი დემილიტარიზებული ზონა და მიაშურა ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კაესონს. სარკინიგზო მიმოსვლას ითვალისწინებს პროექტები, რომლებზეც შეთანხმებას მიაღწიეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რო მუ იუნმა ორი თვის წინ ფხენიანში გამართულ მოლაპარაკებაზე.
XS
SM
MD
LG