Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გაიმართა ოპოზიციის ლიდერის, ქვეყნის


პაკისტანში გაიმართა ოპოზიციის ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის

პაკისტანში გაიმართა ოპოზიციის ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის
ბენაზირ ბჰუტოს დაკრძალვის ცერემონია. იგი დაკრძალეს საოჯახო მავზოლეუმში, მისსავე მშობლიურ სინდის პროვინციაში. პაკისტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. დღესვე, ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯავედ იყბალ ჩიმამ განაცხადა, რომ ბჰუტოს მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა "ალ ყაიდის" ერთ-ერთ ლიდერს ბაითულა მაჰსუდს უნდა დაეკისროს. ჩიმას თქმით, იმავე მაჰსუდის მოწყობილი იყო ბჰუტოზე პირველი თავდასხმაც ქალაქ კარაჩიში. იმ თავდასხმის შედეგად 140 კაცი დაიღუპა. ბჰუტო გუშინ მოკლეს ქალაქ რავალპინდიში გამართული მიტინგისას. თვითმკვლელმა მოიერიშემ ბომბი ბჰუტოს მანქანის მახლობლად ააფეთქა. დაიღუპა ოცამდე ადამიანი. ბჰუტოს მკვლელობას პაკისტანის რამდენიმე ქალაქში არეულობა მოჰყვა. მიღებული ცნობების თანახმად, სხვადასხვა შეტაკებაში 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი. პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა თანამემამულეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბჰუტოს მკვლელები მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევიან.
XS
SM
MD
LG