Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია არასოდეს აღიარებს კოსოვოს სუვერენიტეტს


სერბია არასოდეს აღიარებს კოსოვოს სუვერენიტეტს, მაგრამ არ მიმართავს ძალადობას, რათა აღკვეთოს პროვინციის

სერბია არასოდეს აღიარებს კოსოვოს სუვერენიტეტს, მაგრამ არ მიმართავს ძალადობას, რათა აღკვეთოს პროვინციის
დამოუკიდებლობა – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს სერბიის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას. ბორის ტადიჩის თქმით, სერბია ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაიცავს "დემოკრატიული მეთოდებით, კანონიერი არგუმენტებითა და დიპლომატიის გზით." პარალელურად, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი აცხადებს, რომ პროვინცია დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად მზად არის და "გადაწყვეტილებას სულ მალე მიიღებს". გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კოსოვო გაეროს წევრი ვერ გახდება და "ვერც საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანდება." ჩურკინს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა რუსეთი თავად დაბლოკოს კოსოვოს გაეროში გაწევრიანების საკითხი. გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომ გადახედოს კოსოვოში მოქმედ მისიას.
XS
SM
MD
LG