Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში უპრეცედენტო დაცვით ჩაიარა ოლიმპიური


ინდოეთში უპრეცედენტო დაცვით ჩაიარა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ.

ინდოეთში უპრეცედენტო დაცვით ჩაიარა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ.
დელიში ესტაფეტის მარშრუტი სამ კილომეტრამდე შეამცირეს და ის, ფაქტობრივად, მოწყვეტილი იყო საზოგადოებისგან ათასობით პოლიციელისა და ჯარისკაცის მიერ. ჩირაღდნის ესტაფეტას მთელ გზაზე, ამერიკასა და ევროპაში, საპროტესტო გამოსვლები ახლავს თან. ისინი ძირითადად მიმართულია ტიბეტში ჩინეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციების მიმართ. ინდოეთში ასი ათასამდე ტიბეტელი ლტოლვილი ცხოვრობს. როგორც იტყობინებიან, დღეს ათობით ტიბეტელი დააპატიმრეს ესტაფეტის მარშრუტის მახლობლად დელიში.

XS
SM
MD
LG