Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მკაცრად


შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მკაცრად დაგმეს ზიმბაბვეს ხელისუფლების მოქმედებები,

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მკაცრად დაგმეს ზიმბაბვეს ხელისუფლების მოქმედებები,
რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არის მიმართული. კვირას ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ უარი თქვა 27 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მან განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ ისეთი რეპრესიები განახორციელა ოპონენტების მიმართ, რომ არჩევნები ვერც თავისუფალი იქნება და ვერც პატიოსანი. მრავალი ამომრჩევლისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა სიკვდილის ტოლფასიაო, თქვა ცვანგირაიმ.

XS
SM
MD
LG